ნოე
12

sizmari - multimedia installation 12|13|14 november

ორგანიზატორი : IIIIITKESHI

www.sizmari.art , ✨ , თბილისი

12:00 პარასკევი, 12 ნოემბერი, 2021

ბილეთები

x Free Entry
I - ₾ 0 გაყიდულია

გაყიდულია

აღწერა

სიზმარი
შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაცია 
12,13,14 ნოემბერი. 2021
www.sizmari.art
www.instagram.com/sizmari.art

(For ENG scroll down)
„სიზმარი“ არის მულტიმედია გამოფენების სერია, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექვსმა ხელოვანმა შექმნა. პროექტი ინდივიდის, სოციუმის და ბუნების ჰარმონიას ეხება, შთაგონების მთავარი წყარო კი, ოქროს კვეთის სპირალია. სპირალის თბილისის რუკაზე მორგებით, სხვადასხვა უბანში ექვსი საგამოფენო ადგილი შეირჩა.
აუდიო სტრიმინგი, შერჩეულ ლოკაციებს რეალურ დროში აერთიანებს.

გამოფენა ორ ნაწილად იყოფა: ბუნება და სოციუმი. ბუნების გამოსახატად გამოყენებულია ბუნებრივი მასალები. „სიზმარში“ მოსული ადამიანები, ინტერაქციულ რეჟიმში, ერთად ქმნიან აუდიო-ვიზუალურ ინსტალაციებს და პროექტის მეორე ნაწილს - სოციუმს. შედეგად, შემთხვევით, თუ დაგეგმილად ჩართულ ადამიანებთან ერთად იქმნება სოციუმს და ბუნებას შორის ჰარმონია.


ყველა მოძრაობას აქვს ბოლო, თუმცა ზოგჯერ ეს ბოლო დანიშნულების წერტილია, რომელიც გაჩვენებს მომენტს. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ელოდი. მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ და როგორ, მთავარია ყველა საჭირო ეპიზოდი გაიარო. მთელი გამოვლილი გზა, რომელიც ქაოტური ჩანდა - ლაგდება. იხსნება პერსპექტივა. თითოეული სურათი, რომელიც გზად შეგხვდა, თითოეული ხმა და სახე ახლებურ მნიშვნელობას იძენს. ყველა მოვლენას თანმიმდევრულად უბრუნდები. გამოვლილი ადგილები და შემხვედრი ადამიანები ერთი მთლიანობის ნაწილი ხდებიან. ხვდები, რომ არათუ გზას მიყვებოდი, არამედ თავად ქმნიდი ამ მოვლენისთვის საჭირო ეფექტებს და ნიშნებს, რომლებიც გზის ბოლოს იყრიან თავს  და უნიკალურ მომენტში სიზმარივით ცხადდებიან. 

ARTISTS
Levan Abramishvili, Dodo Chkheidze, Giorgi Koberidze, Vazha Marr, Levan Kutateladze, Lisa Romanovska

FRIENDS & PARTNERS
D-Block, Tbilisi City Hall
Neotech, Silknet, zoommer, Schroll, Qari, Cavea Cinemas, Metro Production, eventer.ge

ინსტალაციების მისამართები იხილეთ ვებგვერდზე  www.sizmari.art

დამატებითი ინფორმაცია

ლოკაცია

დააკლიკეთ რუკის სანახავად